სიახლეები:

თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამის ბენეფიციარებს სერვისებს შესთავაზებს

25 ივლ 2019

ქალაქ თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა" და სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანიააღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით, ბენეფიციარების საზოგადოებასთან ინტეგრაციარესოციალიზაცია, მათი განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა, დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლადო ჯავახიშვილმა და არასაპატიმრო სასჯელთააღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კობა ხუბუნიამ.

თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებშიგანრიდების პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვან ბენეფიციარებს შესთავაზებს თბილისის მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების სერვისებით სარგებლობასმიმდინარე ღონისძიებებზე დასწრებასა და საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროგრამებში მონაწილეობას.

მემორანდუმის ხელმომწერები აქტიურად ითანამშრომლებენ დანაშაულის პრევენციაზე მიმართული აქტივობების დაგეგმვაში, რაც არასრულწლოვნებში დანაშაულის რისკის შემცირებასა და განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვას განაპირობებს.