სიახლეები:

პროექტი „პრაქტიკული სამართალი მოზარდებისთვის“ გრძელდება

16 დეკ 2019

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი", ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „საქართველოს კარიტასთან" ურთიერთთანამშრომლობით განაგრძობს პროექტს „პრაქტიკულისამართალიმოზარდებისთვის". პროექტის მიზანი ბენეფიციართა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა. მასში ჩართულია 14-დან 18 წლამდე ასაკის 16 მოზარდი; პროექტი მიმდინარეობს თბილისში, მედიაციის სახლსა და ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

„პრაქტიკულისამართალიმოზარდებისთვის" გულისხმობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სპეციალურად გადამზადებული სტუდენტების მიერ ბენეფიციართათვის ძირითადი პრაქტიკული სამართლებრივი საკითხების სწავლებას, როგორიცაა: სამართალი და სამართლებრივი სისტემები; კონსტიტუცია და დემოკრატია; ადამიანის უფლებები; სისხლის სამართალი და არასრულწლოვანთა უფლებები; სამოქალაქო სამართლის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე პირობებში; მოლაპარაკების წარმართვა.

სწავლება მიმდინარეობს როგორც თეორიული, ასევე ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით.შესაბამისი თემატური ტრენინგები 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტის დასასრულს ბენეფიციარების მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.