სერვისები

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა:
  • ფსიქო-სოციალური მომსახურება

რესოციალოზაცია-რეაბილიტაციის პროცესში ყოფილ მსჯავრდებულთან მუშაობას იწყებს ცენტრის სოციალური მუშაკი, რომელიც მისი საქმის მენეჯერის როლს ითავსებს. მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალურად. ბენეფიციარის საჭიროებების გამოვლენის შემდეგ, სოციალური მუშაკი მასთან ერთად ადგენს სამოქმედო გეგმას, რომელიც მიმართულია გამოვლენილი საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. სამოქმედო გეგმის განხორციელების პერიოდში, სოციალური მუშაკი ბენეფიციარის სოციალური თანმხლებია.

ბენეფიციარის პირადი თუ ოჯახური საჭიროებიდან გამომდინარე საქმის მართვაში შესაძლებელია ჩაერთოს ფსიქოლოგი, რომელიც ბენეფიციარს უწევს ფიქოლოგიურ კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში ამისამართებს შესაბამის დაწესებულებაში და უწევს თანხლებას. 

  • ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება
ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძირითადად სახელმწიფო პროგრამებით ხდება. სოციალური მუშაკი ეხმარება ყოფილ მსჯავრდებულს როგორც საყოველთაო (ან სხვა ტიპის) დაზღვევით ასევე რეფერალური მომსახურებით სხვადასხვა სამედიცინო საჭიროების დაკმაყოფილებაში. გარდა ამისა, საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს რეფერირების ქსელი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ასევე უზრუნველყოფენ სხვადასხვა სამედიცინო ჩარევებს.
  • პროფესიული უნარების შეძენა და დასაქმების ხელშეწყობა
დასაქმების ხელშეწყობის მიმართულების ფარგლებში, ყოფილი მსჯავრდებულები პროფესიულ გადამზადებას სხვადასხვა სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში გადიან. კურსების წარმატებით გავლის შემთხვევაში მათ გადაეცემათ სერტიფიკატი. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბაზაზე მოქმედებს ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი შვილებისათვის შექმნილი ინგლისური ენის კურსი.
  • არაფორმალური განათლება/ ტრეინინგები
ყოფილი პატიმრების სოციალიზაციის, განათლებისა და პიროვნული გაძლიერების მიზნით აქტიურად ხდება მათი ჩართვა სხვადასხვა თემატიკის ტრეინინგ კურსში. აღნიშნული ტრეინინგ კურსები როგორც შიდა, ასევე სხვადასხვა საგრანტო პროექტებისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების რესურსის გამოყენებით მიმდინარეობს.
  • ყოფილი მსჯავრდებულის ოჯახის წევრთან მუშაობა
ყოფილ პატიმრებთან მუშაობისას, სოციალური მუშაკი აქტიურად მუშაობს მის გარემოსთან, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან. მასთან მუშაობის პერიოდში ახორციელებს ვიზიტს ოჯახში, ესაუბრება ოჯახის წევრებს, ადგენს ოჯახის საჭიროებებს და არსებულ სერვისებზე დაყრდნობით ახდენს მათ დახმარებას.
  • იურიდიული დახმარება
ყოფილ პატიმრებს, მათი  საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებში ცენტრის იურისტი ეხმარება. ზოგიერთ შემთხვევაში, ხდება მათი გადამისამართება ცენტრის პარტნიორ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებში.
 
ლიდერთა სახლი:

სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამა „ლიდერთა სახლი" ხორციელდება 14-18 წლამდე ახალგზარდებისთვის. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს შეუძლიათ უფასოდ მიიღონ შემდეგი სერვისები რამდენიმე მიმართულებით:

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • ორგანიზებული სპორტული ღონისძიებები
  • ხელოვნება და კულტურა
  • არაფორმალური განათლება
  • ტრენინგები ბიზნესმეწარმეობაში
  • სამოქალაქო აქტივიზმი

ღონისძიებები ხორციელდება ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას იუსტიციის სახლებში. მათზე რეგისტრცია ხორციელდება ყოველ ოთხშაბათ დღეს. ღონისძიებები ტარდება საქართველოს მასშტაბით 13 ქალაქში.

ახალგაზრდული კლუბი:
 
პროგრამა „ახალგაზრდული კლუბის" მისიაა დანაშაულის თავიდან არიდება და ჯანსაღი საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა. პროგრამა ბავშვისადმი/მოზარდისადმი კეთილგანწყობილ სივრცეს ქმნის,  რომელიც ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ  გამოიყენოს. ჩვენი მიზანია „ახალგაზრდულმა კლუბმა" ჩაანაცვლოს ქუჩა, მოზარდების ენერგია და პოტენციალი კი სასარგებლო აქტივობებისკენ მიმართოს.  პროგრამის სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნებიან ის არასრულწლოვნები, რომლებიც გამოირჩევიან დელიქვენტური, ანტისოციალური ქცევით. კლუბში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობები, სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.
 
ახალგაზრდული კლუბის სერვისები:
„ახალგაზრდული კლუბი" მუშაობს 12-დან 21 წლამდე ახალგაზრდებთან, რომლებსაც უფასოდ  სთავაზობს შემდეგი შინაარსის ღონისძიებებს:
  •  სპორტულ-კულტურულ აქტივობებს;
  •  საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებს;
  • არაფორმალურ განათლება - ტრენინგებს;
ამ ეტაპზე, ღონისძიებები ტარდება მხოლოდ თბილისში, თუმცა მომავალში იგეგმება რეგიონული რესურსცენტრების შექმნაც.