დანაშაულის პირველი დონის პრევენციის პროგრამები

დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველო
დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველო უზრუნველყოფს ახალგაზრდებში  დანაშაულის ადრეულ, ზოგად პრევენციას. სამმართველო სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებით მუშაობს. ესენია: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობის განვითარება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. სამმართველოს უმთავრესი ფუნქციაა არაფორმალური განათლების, სხვადასხვა შიდა თუ გარე აქტივობების გზით პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველოს სამიზნე ჯგუფია 14-დან 21 წლამდე ასაკის ყველა ახალგაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამმართველოს ფარგლებში ხორციელდება პროგრამა „ლიდერთა სახლი", პროექტი „წერილები ჯარისკაცებს", „ერთ დღე იუსტიციის სახლის თანამშრომლად" „ორი თაობა" და სხვა.
 
პროგრამა -   „ლიდერთა სახლი"
"ლიდერთა სახლი" დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამაა, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობის დანერგვა-გნვითარება. პროგრამა საქართველოს 13 ქალაქში ხორციელდება: თბილისი, რუსთავი, მარნეული, გურჯაანი, ყვარელი, თელავი, მესტია, ოზურგეთი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, ახალციხე, ბათუმი.პროგრამა „ლიდერთა სახლი" მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას: სპორტი, ხელოვნება და კულტურა, განათლება და მეცნიერება, არაფორმალური განათლება და მოხალისეობა. ამ მხრივ ხორციელდება სპორტული შეჯიბრებები, კინო კლუბი, წიგნის კლუბი, პროფესიული არჩევანი, ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები.პროგრამის ფარგლებში 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებს შესაძლებლობა ეძლევათ განივითარონ ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები, აიმაღლონ ცოდნა, აქტიურად ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობებში, თავად დაგეგმონ და განახორციელონ მათთვის საინტერესო პროექტები.
 
პროგრამა - "მოხალისე"
პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარება. პროგრამა ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას გარკვეული ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ გახდნენ იუსტიციის სახლის თანამშრომლები გარკვეული დროით და დაეხმარონ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეების მიღებაში საჭიროების მიხედვით.
  
პროგრამა - "ორი თაობა"
პროგრამა გულისხმობს სკოლის მოსწავლეების მოხალისეობრივ ჩართულობას მოხუცთა თავშესაფრებში.  მოზარდები დაეხმარებიან მოხუცებს ყოველდღიურ საქმიანობაში, წაუკითხავენ გაზეთებს, დაეხმარებიან ოთახის დალაგებასა და ეზოს მოვლაში. პროგრამა მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, მეტი ყურადღების მიქცევას მოხუცებულთა პანსიონატის ბინადრებისთვის, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე მხრივ, არასრულწლოვნებში სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას.
 
პროგრამა - "წერილები ჯარისკაცებს"
პროგრამა გულისხმობს სკოლის მოსწავლეების მიერ წერილების დაწერას და ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებთან გაგზავნას. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა სკოლის, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები. პროგრამის მიზანია სკოლის მოსწავლეებს აუმაღლდეთ მოქალექეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა, ხოლო მეორე მხრივ თანადგომა და პატივისცემა გამოხატონ სამშობლოდან შორს მყოფი ჯარისკაცების მიმართ.