დანაშაულის მეორე დონის პრევენციის პროგრამები

დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველო
სამმართველო უზრუნველყოფს რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს მიკუთვნებულ არასრულწლოვნებთან დაკავშირებული პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას. კერძოდ, ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას, საჭიროებების კვლევას, რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფს მიკუთვნებული არასრულწლოვანის ოჯახის წევრებთან მუშაობას, ამ ჯგუფებთან მომუშავე სპეციალისტების პროფესიონალიზმის ამაღლებას. სამმართველო უწევს კოორდინაციას რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მომუშავე სახელმწიფო უწყებების საქმიანობის კოორდინირებას.
 
ახალგაზრდული კლუბი
პროგრამა „ახალგაზრდული კლუბის" მისიაა დანაშაულის თავიდან არიდება და ჯანსაღი საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა. პროგრამა ბავშვისადმი/მოზარდისადმი კეთილგანწყობილ სივრცეს ქმნის, რომელიც ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გამოიყენოს. ჩვენი მიზანია „ახალგაზრდულმა კლუბმა" ჩაანაცვლოს ქუჩა, მოზარდების ენერგია და პოტენციალი კი სასარგებლო აქტივობებისკენ მიმართოს. პროგრამის სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნებიან ის არასრულწლოვნები, რომლებიც გამოირჩევიან დელიქვენტური, ანტისოციალური ქცევით. კლუბში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობები, სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.
 
ახალგაზრდული კლუბის სერვისები:
„ახალგაზრდული კლუბი" მუშაობს 12-დან 21 წლამდე ახალგაზრდებთან, რომლებსაც უფასოდ სთავაზობს შემდეგი შინაარსის ღონისძიებებს:
  • სპორტულ-კულტურულ აქტივობებს;
  • საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებს;
  • არაფორმალურ განათლება - ტრენინგებს;
ამ ეტაპზე, ღონისძიებები ტარდება მხოლოდ თბილისში, თუმცა მომავალში იგეგმება რეგიონული რესურსცენტრების შექმნაც.