წარმატებული ისტორიები

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით 2014 წლიდან დაიწყო საგრანტო პროექტი - „ყოფილ მსჯავრდებულთა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა". პროექტის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი ბიზნესიდეების დაფინანსება და დასაქმების ხელშეწყობა. 

პროექტში ჩართულნი არიან „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარები. საგრანტო პროექტით სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების დარგები ფინანსდება. 

წარმატებული ისტორიების გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო თანხა ყოველწლიურად იზრდება და უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი ბიზნესიდეის განხორციელება. 2014-2016 წლებში 80 ბიზნესიდეა დაფინანსდა.
 
„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა.

გაეცანით წარმატებულ ისტორიებს: