ჩვენ შესახებ

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპდანაშაულის პრევენციის ცენტრი" 2012 წელს შეიქმნა. დანაშაულის პრევენციის ცენტრზე უშუალო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

სსიპ-ის მისიაა:

კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის პრევენცია, არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია და მედიაციის ინსტიტუციონალური განვითარება.

ცენტრის მუშაობის ძირითადი პროგრამები და მიმართულებები:
ა) ცენტრის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა, რომელიც იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით 2012 წლის დეკემბრიდან შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, სხვა დამატებით მომსახურებებთან ერთად, აქცენტი კეთდება არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაზე, პროფესიულ გადამზადებასა და შესაბამისი მიმართულებით დასაქმებაში ხელშეწყობაზე; პროგრამა მიზნად ისახავს, ერთის მხრივ საზოგადოების დაცვას განმეორებითი დანაშაულისგან და მეორეს მხრივ, ქვეყნისთვის ყოფილი არასრულწლოვანი პატიმრის სრულფასოვან მოქალაქედ დაბრუნებას.
ბ) არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამის მართვა და განვითარება;
გ) პირველადი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება; დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მუშაობა.

ე) მედიაციის ინსტიტუციონალური განვითარება.

ვ) სამინისტროს სხვასტრატეგიული მნიშვნელობის მქონე და ინოვაციური პროექტების განხორციელება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

 

დანაშაულის პრევენციის ცენტრის სამმართველოები და მათი ფუნქციები.