ბადრი ადუაშვილის ისტორია

 
სოფლის მეურნეობა, წარმოება და მომსახურება - ეს ის სფეროებია, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო პროგრამის ფარგლებში ყოფილი პატიმრების ბიზნესნიციატივები დააფინანსა. ერთ-ერთია ბადრი ადუაშვილი, რომელიც სოფელ კარალეთში ცხოვრობს.

"ჩემი ოცნება იყო საქონელი მყოლოდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ დავუკავშირდი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს". მეზობლები მეუბმებოდნენ, რა ტყუილად დადიხარ, ფულს ტუილად ხარჯავო... 2015 წელს მივიღე იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და გავიმარჯვე. 2 ძროხა მიყიდეს. ახლა უკვე მატებაა ჩემ მეურნეობაში. ვინც ჩემი ყველი გასინჯა, ყველას მოეწონა. ჩემი სურვილია, საქართველოში იყოს მშვიდობა", - ამბობს ბადრი ადუაშვილი.