მანანა შონიას ისტორია

 
მანანა შონია აფხაზეთიდან დევნილია. დევნილთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წლის იანვარში, ამნისტიის შემდეგ დატოვა. ამბობს, რომ რთული პერიოდი გამოიარა.

„ყველაზე დამთრგუნველი იყო პერიოდი, როცა მოწყვეტილი ვიყავი ოჯახს, შვილებს. იქ ყოფნა ყველასთვის მძიმეა, განსაკუთრებით კი დედებისთვის. მთავრობის ცვლილებისა და ფართომასშტაბიანი ამნისტიის შემდეგ, ერთ-ერთმა პირველმა დავტოვე საპყრობილე. მთავრობამ 11 წელი მაჩუქა," - იგონებს მანანა შონია, რომელმაც ქსოვა, კერვა, ქარგვა და აქსესუარების დამზადება  ბიზნესად აქცია.

„დაწესებულების დატოვების შემდეგ  ჩავერთე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში". დავწერე ბიზნესგეგმა და 2015 წელს წარვადგინე იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. კომისიამ ჩემი იდეა მოიწონა და შემიძინეს სამი საკერავი მანქანა. საკანში დაწყებული ხელსაქმე ბიზნესსაქმიანობად ვაქციე. ჩემმა ნამუშევრებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დიდი მოწონება დაიმსახურა", - ამბობს მანანა შონია.