აკაკი კოროშინაძის ისტორია

 
აკაკი კოროშინაძე ქალაქ ზუგდიდში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. 2012 წლის თებერვალში, როგორც თავად იხსენებს, პროკურატურაში ე.წ. „კარიერულ წინსვლაზე" სასაუბროდ დაიბარეს. კერძოდ, საგამოძიებო უწყებასთან „თანამშრომლობის სანაცვლოდ" ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზეს...  შეთავაზებას არ დათანხმდა, მაგრამ გარკვეულმა გარემოებებმა დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგა...

საკუთარ საქციელს წლების განმავლობაში ნანობდა. დანაშაულს კი, იმით ამართლებდა, რომ უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა. მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორი წელი და რვა თვე გაატარა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის უფროსი ვერ გახდა, თუმცა დღეს, ზუგდიდში საკუთარი ბიზნესი აქვს. ბიზნესიდეის განხორციელებაში კი, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" დაეხმარა. სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩაერთო. ჰოლანდიური ჯიშის კარტოფილი დათესა და 30 ტონამდე მოსავალიც მიიღო. სამომავლო გეგმებზე საუბარი არ უყვარს, მხოლოდ ამბობს, რომ ბიზნესი აუცილებლად გაფართოვდება.