ვალერი კოჩუაშვილის ისტორია

 
ვალერი კოჩუაშვილი გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში ცხოვრობს. ჯერ კიდევ პატიმრობის პერიოდში მისი ოცნება იყო საკუთარი პურის საცხობი ჰქონოდა და ხარისხიანი, გემრიელი ქართული პური ეწარმოებინა. ამ იდეის განხორციელება ვალერი კოჩუაშვილმა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამაში" ჩართვის შემდეგ შეძლო.
 
2015 წელს მან მონაწილეობა მიიღო ბიზნესიდეების კონკურსში, რომელშიც გაიმარჯვა კიდეც. მომხმარებელი კმაყოფილია პურის ხარისხით, რაც ბენეფიციარის განმარტებით, რეალიზაციის მატების მთავარი მიზეზია.
 
„მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. არ მაქვს ის გრძნობა, რომ ყოფილი პატიმარი ვარ. მყარად ვდგავარ ფეხზე. თავს საზოგადეობის სრულფასოვან წევრად ვგრძნობ", - ამბობს ვალერი კოჩუაშვილი.