ლევან გოგალაძის ისტორია

 
ლევან გოგალაძე ქალაქ გორში ცხოვრობს. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის დაფინანსებით, საფუტკრე მეურნეობა გააფართოვა.
 
„ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ ამ დარგით. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა 2 „ძირი" ფუტკარი მაჩუქეს და მას შემდეგ მეურნეობის გაფართოებაზე ვფიქრობდი... 2012 წლის დასაწყისში, გარკვეული მიზეზების გამო, საპატიმროში აღმოვჩნდი... სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ კი რთული პერიოდის გადატანა მომიხდა. ნასამართლევი პირისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა სამსახურის მოძიებაც..  ყველაფერი შეიცვალა 2015 წელს, როცა „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩავერთე. მონაწილეობა მივიღე იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში.  ჩემმა იდეამ - საფუტკრე მეურნეობის გაფართოების შესახებ - გაიმარჯვა. ქალაქ გორში და  მდინარე თეძამის ხეობაში მეურნეობა შევქმენი. კავკასიური ჯიშის ფუტკარი გამოირჩევა გრძელი ხორთუმით, რომელიც მაღალშემოსავლიანია", - ამბობს ლევან გოგალაძე.