ნინო ტორონჯაძის ისტორია

 
ნინო ტორონჯაძე ქალაქ ლანჩხუთში ცხოვრობს. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში" 2015 წელს ჩაერთო. დანაშაულის პრევენციის ცენტრში „სოციალური უნარების" ტრენინგი გაიარა; ცენტრის დამხარებით მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია GCRT-ის სამედიცინო დახმარება. ნინო ტორონჯაძე კარგი ფერმერია. 2016 წელს „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდამჭერ" კონკურში მიიღო მონაწილეობა. იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გრანტით ოჯახური მეურნეობა კიდევ უფრო გააძლიერა.
 
ბენეფიციარის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს მისი ოჯახი, რომელიც მას მხარში უდგას და ეხმარება რეაბილიტაციის პროცესში. ნინო ტორონჯაძე შრომისმოყვარე და მიზანდასახულია.