მირანდა მაზმანოვას ისტორია

 
მირანდა მაზმანოვა ქალაქ ბათუმში ცხოვრობს. ჰყავს მცირეწლოვანი შვილები.  მძიმედ იხსენებს სასჯელს, რომელიც მის ცხოვრებაში დღემდე მოუშუშებელ ტკივილად რჩება... დაწესებულების დატოვების შემდეგ, რეაბილიტაცია მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან ხალხთან ურთიერთობა ძალიან გაუჭირდა და ასევე, მასაც, როგორც ყოფილ პატიმარს, ეჭვის თვალით უყურებდნენ.
 
საპყრობილეში ნასწავლ ხელსაქმეზე უარი არც დაწესებულების დატოვების შემდეგ უთქვამს. დღეს ხელობას არა დროის გასაყვანად, არამედ შემოსავლის წყაროდ იყენებს. 7-სულიან ოჯახში მირანდას ნამუშევრები შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
 
როგორც თავად ამბობს, ერთადერთი, ვინც მას ენდო, ეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრია". მაზმანოვა ცენტრის ბენეფიციარი 2015 წელს გახდა და მომავალში ბიზნესიდეაც დაუფინანსდა. შეიძინა ხელნაკეთი ნამუშევრებისთვის საჭირო ხელსაწყოები და მასალები.  სურვილი აქვს - საზოგადოებამ ყოფილი პატიმარი მიიღოს და ენდოს მას...