ავთანდილ ახალაიას ისტორია

 
62 წლის ავთანდილ ახალაია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში ცხოვრობს. მისი ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობის დარგებია. 2015 წელს  „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში" ჩაერთო. ბენეფიციარმა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დახმარებით გაიარა ტრენინგები,  მიიღო სხვადასხვა სერვისი. მათ შორის, სამედიცინო მომსახურება და ექიმის კონსულტაცია, ჩაუტარდა გამოკვლევები, გადაეცა მედიკამენტები.

2016 წელს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საგრანტო თანხით საკუთარი მეურნეობა კიდევ უფრო გააძლიერა. ავთანდილ ახალაია მეუღლესთან ერთად  რძის სხვადასხვა ნაწარმს აწარმოებს.