ბორის ფიფიას ისტორია

 
ბორის ფიფია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში ცხოვრობს. ტექნიკური განათლების მიუხედავად რამდენიმე წელია მეფუტკრეობას მისდევს. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, 2015 წელს ჩაერთო „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში". 2016 წლის გაზაფხულზე  მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროს ყოფილ პატიმართა მცირე ბიზნესის ხელშეწყობის  საგრანტო პროგრამაში. მისი ბიზნეს იდეა დაფინანსდა და საგრანტო თანხით ფუტკრის რამდენიმე ოჯახი იყიდა.
 
ბორის ფიფია აქტიურად არის ჩართული დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში. მათ შორისაა საფეხბურთო ჩემპიონატი, საგანმანათლებლო ტრენინგები და სხვა. იგი მომავალს უყურებს პოზიტიურად. ჰყავს ფუტკრის 28 ოჯახი.