ოლეგ ჟვანიას ისტორია

 
„2011 წლის 26 მაისს, თბილისში, ადგილი ჰქონდა ტრაგი-კომედიას... ჩემი კუთვნილი, კომერციული ფართის სახურავზე წინა დღით მოკლული ორი ცხედარი დაალაგეს. მოიგონეს, თითქოს ამ ადამიანების სიკვდილი გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია... მიუხედავად იმისა, რომ აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ საკმაოდ სერიოზულ, ასე ვთქვათ, „წახალისებას" მთავაზობდნენ, მე ვიუარე. უდანაშაულო ადამიანი გადამაგზავნეს გლდანის ციხეში, სადაც წამება ჩვეულებრივი ამბავი იყო", - ასე იხსენებს ექიმი-ქირურგი, ოლეგ ჟვანია 26 მაისის მოვლენებს.
 
იგი მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექვსი თვე იმყოფებოდა. 2013 წლიდან კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბენეფიციარია. მან მნიშვნელოვანი სერვისების მიღების გარდა მონაწილეობა მიიღო „ყოფილი მსჯავრდებულების ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის" პროექტში. მისი ბიზნესიდეა 2014 წელს დაფინანსდა.
 
„დანაშაულის პრევენციის ცენტრის  დახმარებით მივიღე ფსიქოლოგიური და სამედიცინო მომსახურება, დამიფინანსეს ბიზნესიდეა. ახლა, ჩემ კომერციულ ფართში არის ნაყინიც, ხაჭაპურიც, შაურმაც. რეაბილიტაცია სერიოზულად დამეხმარა ჩემი ცხოვრების მოწესრიგებაში", - ამბობს ოლეგ ჟვანია.