მანანა სიხარულიძის ისტორია

 
მანანა სიხარულიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში ცხოვრობს. 2015 წელს „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში" ჩაერთო. მიღებული აქვს საშუალო პროფესიული განათლება. სპეციალობით საქონელმცოდნეა.  მუშაობდა თურქეთში. აღნიშნავს, რომ ანაზღაურება კარგი ჰქონდა, მაგრამ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე იქ მუშაობა ვეღარ შეძლო და ყოველი მისი საზღვრის კვეთა დაკავშირებული იყო სტრესთან.

არის მოტივირებული და მიზანდასახული. 2016 წელს მონაწილეობა მიიღო „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის" კონკურსში. იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გრანტით საკუთარი მეურნეობა გააძლიერა.

მანანა აქტიურად იყო ჩართული სარეაბილიტაციო პროექტებში. ესწრებოდა შეთავაზებულ ტრენინგ-სემინარებს;  პროგრამის ფარგლებში გაეწია სხვადასხვა სახის მომსახურებები.

მანანა სოციალურად აქტიური პიროვნებაა. ცხოვრობს 85 წლის მამასთან ერთად.