ამირან იობიძის ისტორია

 
ამირან იობიძე ქალაქ ქუთაისში ცხოვრობს. მიღებული აქვს საშუალო ტექნიკური განათლება. აქვს მძღოლად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მას რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა შვილი, რომლის ავადმყოფობის პერიოდში გაყიდა საცხოვრებელი სახლი და დარჩა უსახლკაროდ. ამჟამად თავშესაფარში ცხოვრობს.
 
2016 წელს ამირან იობიძემ მონაწილეობა მიიღო „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდამჭერ" საგრანტო კონკურსში. იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გრანტით ქალაქ ქუთაისში ავტოგასამართი სადგურისთვის საჭირო ინვენტარი/ტექნიკა იყიდა და როგორც თავად ამბობს, მისი საქმიანობა წარმატებით ხორციელდება.
 
დანაშაულის პრევენციის ცენტრში მან წარმატებით გაიარა სოციალური უნარების გაუმჯობესების, სამოქალაქო განათლებისა და ბიზნესის საფუძვლების შესასწავლი ტრენინგები.