მამამზე ზოსიაშვილის ისტორია

 
მამამზე ზოსიაშვილი  ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში ცხოვრობს.  ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. 2015 წელს ჩაერთო „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში". 2016 წელს კი იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. მისი ბიზნესიდეა ცხვრის მოშენება/რეალიზაციას შეეხებოდა. საგრანტო თანხით ცხვარი იყიდა და საოჯახო მეურნეობა გააძლიერა.
 
მეცხვარეობასთან ერთად ის ჩართულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში; პროგრამისა და ოჯახის წევრების დახმარებით ცდილობს გაიუმჯობესოს მატერიალურ-სოციალური მდგომარეობა.
 
დანაშაულის პრევენციის ცენტრში ჩართვის შემდეგ მიიღო პროგრამის რამდენიმე მნიშვნელოვანი სერვისი. მონაწილეობა მიიღო ამხანაგურ საფეხბურთო ჩემპიონატში,  რომელიც ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა.