მერაბ შარაბიძის ისტორია

 
მერაბ შარაბიძე ოჯახთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში ცხოვრობს. 2015 წელს  ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩაერთო. მან გაიარა დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ ორგანიზებული სოციალური უნარების განვითარების ტრენინგი და მიიღო  სხვადასხვა მნიშვნელოვანი სერვისი.
 
2016 წელს მისი ბიზნესიდეა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტით დაფინანსდა. მერაბ შარაბიძემ სოფელ მახუნცეთში, ქართული ვარდისფერყურძნიანი ჯიშის ვაზი - ჩხავერი გააშენა.
 
მისი ძირითადი საქმიანობა ამჟამად მევენახეობაა.   იმედოვნებს, რომ ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებს და სამომავლოდ ჩხავერის მოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება.