ნანა კალანდიას ისტორია

 
ნანა კალანდია ქალაქ წალენჯიხაში ცხოვრობს. წლების წინ მიღებულ სტრესზე ემოციების გარეშე დღესაც ვერ საუბრობს. ყველაზე მეტად ღამის ეშინია, რადგან ყოველ ღამე რკინის კარი და ის გისოსები ესიზმრება, რომლის მიღმაც წლები გაატარა.  მონატრება და ოჯახზე ფიქრი მისთვის გაუსაძლისი იყო. ამბობს, რომ მას შვილებთნ ურთიერთობისთვის განკუთვნილი დრო წაართვეს...
 
არანაკლებ ემოციურად იხსენებს იმ დღეს, როცა საკანი დატოვა. ნანა კალანდიას თქმით, ბევრი უსამართლობის შემდეგ, თავისუფლების შეგრძნება უჩვეულო და უცხო იყო.
 
დაწესებულების დატოვების შემდეგ, სცადა, ძველ საქმიანობას დაბრუნებოდა, რისთვისაც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს" მიმართა. ცენტრის სოციალურმა მუშაკმა კალანდიას ბიზნესგეგმის დაწერა ურჩია. ყოფილი მსჯავრდებულის იდეა კომისიამ მოიწონა და სამკერვალოსთვის საჭირო მასალები და საკერავი მანქანა შეუძინა. ამბობს, რომ მომხმარებელი ბევრი ჰყავს, რაც მის შემოსავალზეც აისახა.