კარლო ქარჩავას ისტორია

 
 კარლო ქარჩავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. 2016 წელს „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში" ჩაერთო. ისარგებლა პროგრამის სერვისებით.
 
2016 წელს მონაწილეობა მიიღო „ყოფილ მსჯავრდებულთა ბიზნესინისციატივების მხარდაჭერის" საგრანტო კონკურსში. იუსტიციის სამინისტროს გრანტით ტრაქტორისთვის სპეციალური ტექნიკა იყიდ ა, რომელიც ხეხილის მორწყვისა და შეწამვლისთვის გამოიყენება.
 
ამბობს, რომ ამ ტექნიკით არა მხოლოდ საკუთარი ბაღჩა-ბაღის მოვლის შესაძლებლობაა, არამედ შეკვეთებსაც იღებს, რაც დამატებითი ფინანსური შემოსავალია ოჯახისთვის.