ზურაბ ბაჟუნაშვილის ისტორია

ზურაბ ბაჟუნაშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მან იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის დაფინანსებით საოჯახო მეურნეობა გააძლიერა. ამჟამად აწარმოებს რძის პროდუქტებს. ზურაბი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარია.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის" დაფინანსების მოპოვებისთვის აუცილებელია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვა. პროგრამის მიზანია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობა, საზოგადოების დაცვა განმეორებითი დანაშაულისგან.