დემურ დეკანაძის ისტორია

დემურ დეკანაძე ქალაქ ბათუმში ცხოვრობს. მან იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის დაფინანსებით ავეჯის დასამზადებელი სახელოსნო აამუშავა.

დემურ დეკანაძე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარია. გრანტით ამუშავებულ სახელოსნოში შეკვეთებს იღებს კერძო პირებისგან და კომპანიებისგან. ამზადებს საოფისე და საოჯახო ავეჯს. ამბობს, რომ მისი მიზანი სახელოსნოს კიდევ უფრო განვითარება და მოდერნიზებული დანადგარების შეძენაა.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" ბენეფიციარებს სხვა მნიშვნელოვან სერვისებთან ერთად მცირე ბიზნესინიციატივების დაფინანსებას სთავაზობს. პროგრამის მიზანია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობა, საზოგადოების დაცვა განმეორებითი დანაშაულისგან.