ლევან კუზნეცოვი და მერაბ ძირკვაძე - ორი ისტორია

ლევან კუზნეცოვი და მერაბ ძირკვაძე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარები არიან. 36 წლის ლევან კუზნეცოვმა დაწესებულებაში 16 წელი გაატარა. გათავისუფლების შემდეგ პროგრამაში ჩაერთო და სხვადასხვა სერვისით ისარგებლა. შესაბამისი ტრენინგის გავლის შემდეგ დასაქმდა დასუფთავების სამსახურში. ლევანი დასვენების პარკ „მზიურს" ნარჩენებისგან ასუფთავებს.

მერაბ ძირკვაძე კი ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარია, რომელმაც 2014 წელს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. თავდაპირველად მხოლოდ საკუთარი მეურნეობის გაძლიერების მიზნით საგრანტო თანხით ორი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყიდა. მას შემდეგ კი მუდმივად ზრუნავს წარმოების გაფართოებაზე. ამჟამად მისი საწარმო ყოველდღიურად 1,5 ტონა რძის ნაწარმს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში  ამუშავებს.